Belive

ტომ კლევერლი: "ჩაკვეტაძის ტრავმა ისეთი სერიოზული არაა, როგორც გვეგონა"

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"უოტფორდის" დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ, საქართველოს ნაკრებისა და თავისი გუნდის ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს.

"გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის სირთულე ისეთი არ არის, როგორც ამის ყველას გვეშინოდა. ახლა მას ტკივილი აწუხებს და სისხლჩაქცევა აქვს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ის ნავარაუდებზე უფრო ადრე დაგვიბრუნდება", - "მანჩესტერ იუნაიტედის" და არაერთი ინგლისური გუნდის ყოფილმა მოთამაშემ და ამჟამად ლონდონელთა დროებითმა ხელმძღვანელმა.

გიორგი ჩაკვეტაძე ვილი სანიოლის მიერ საქართველოს ნაკრების 24-კაციან შემადგენლობაშია გამოძახებული. ჩვენი გუნდი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ლუქსემბურგს შეხვდება. მატჩი 21 მარტს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები