ლიონის მწვრთნელი: "მიქაუტაძის და ლაკაზეტის ერთად თამაში ეფექტური გამოდგა"
5 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა უეფას ევროპა ლიგის ლიგის ფაზის მეშვიდე ტურში, "ფენერბახჩესთან" ნათამაშები ფრის (0:0) შემდეგ, გუნდის ორი ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძისა და ალექსანდრ ლაკაზეტის მოედანზე ერთად თამაშის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ასეთი სტილით თამაშს გაგრძელება შესაძლებელია ჰქონდეს. ეს მალიკ ფოფანას ტრავმის და 4-2-3-1 სათამაშო ფორმაციაზე გადასვლის შემდეგ მოხდა, რომელშიც მიქაუტაძე მეორე ფორვარდის ფუნქციებს ასრულებდა: ეს საკმაოდ ეფექტური გამოდგა. შესაძლებელია გოლი არ გაგვიტანია, სამაგიეროდ, თამაშის ხარისხი პოზიტიური გამოდგა: სეზონის წინ გვინდოდა, რომ ასე გვეთამაშა", - ამბობს პიერ საჟი.
24 წლის ქართველ ფეხბურთელს ევროპა ლიგაზე 2 გოლი აქვს გატანილი, მის გუნდს კი შვიდი ტურის შემდეგ მეხუთე ადგილი უკავია და პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს.
გიორგი მიქაუტაძე მშობლიურ გუნდში 2024 წლის ზაფხულში, "მეციდან" დაბრუნდა და 25 მატჩში 8 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.