Belive

ტომ კლევერლი: "ჩაკვეტაძეს შეუძლია, უზარმაზარი სარგებელი მოგვიტანოს"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი, ტომ კლევერლი თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ საუბრობს.

"გიორგი ჩაკვეტაძე გასული დღეების განმავლობაში ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მას შეუძლია, რომ ჩვენთვის უზარმაზარი ფიგურა გახდეს. ის ინტელექტუალური მოთამაშეა, მოედნის ხედვის, ბურთის ფლობითა და სწორი პოზიციის შერჩევის უნარით.

ჩვენი, მწვრთნელების ამოცანა ის არის, რომ გიორგის თამაშს ახლა გოლები და საგოლე პასები დავამატოთ. ხშირად, ჩვენს მიერ ჩატარებული კარგი თამაშის განმსაზღვრელი სწორედ გიორგი ჩაკვეტაძეა. ჩაკვეტაძეს შთაბეჭდილების მოხდენის მოტივაცია აქვს.

ჩვენს თამაშში 10-იანის პოზიციას გადამწყვეტი როლი აქვს და ამიტომ ვფიქრობ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე და ტომ ინსი საკვანძო ფეხბურთელები არიან, რადგან ამ ფუნქციებს კარგად ასრულებენ", - ამბობს ახალგაზრდა სპეციალისტი.

გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდს" 2023 წლის ზაფხულში, "გენტიდან" იჯარის წესით შეუერთდა, რამდენიმე კვირის წინ კი ინგლისურმა გუნდმა მისი ტრანსფერის გამოსყიდვა გადაწყვიტა. ლონდონელები ახალ სეზონს ინგლისის ჩემპიონშიფში 10 აგვისტოს, "მილუოლთან" მატჩით დაიწყებენ.

სხვა სტატიები