Belive

თელ-ავივის გრანდ სლემი: დასკვნითი დღე - მძიმე წონის და ვარსკვლავების იმედად (პრევიუ)

3 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
ისრაელის ქალაქ თელ-ავივში, 20 თებერვალს, თელ-ავივის გრანდ სლემის დასკვნითი საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს,  სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 6 ფალავანი დაიცავს.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავები იჭიდავებენ: ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური. რათქმა უნდა, ორივე მათგანი განთესილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ფალავანი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. ლაშა ბექაური D ბადეში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე მეორე ეტაპზე, ისრაელის წარმომადგენელი - ბენ ტენენბაუმი იქნება. თუ ბექაური მეტოქეს დაამარცხებს და შემდეგ ეტაპზე გავა, იგი ნიდერლანდელ - იესპერ სმინკსა და გერმანდელ - ტიმ შმიდტს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ბექა ღვინიაშვილს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღვინიაშვილიც განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება. მისი მეტოქე, ყირგიზი - ერლან შეროვი იქნება. ყირგიზული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ბრიტანელ - მაქს სტიუვარდსა და დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელ - რობერტ ფლორენტინოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ ორივე ქართველი ნახევარფინალამდე მივა, ქართული ნახევარფინალი შედგება.

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაში დებიუტი ექნება ილია სულამანიძეს, მასთან ერთად კი ამ წონაში საქართველოს ნაკრების ღირსებას - ონისე სანებლიძე დაიცავს. ორივე ქართველი განთესილი იქნება და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებენ. ონისე სანებლიძე მეორე რაუნდში სერბ - ალექსანდრ კუკოლს დაუპირისპირდება, სერბის დამარცხების შემთხვევაში კი მისი მეტოქე, აზერბაიჯანელ - ელმარ გასიმოვსა და შვედ - ხოაკიმ დვარბს შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება ილია სულამანიძეს, რომლისთვისაც თელ-ავივის გრანდ სლემი, უფროსებში სადებიუტოა, ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს და ბულგარელ - დანიელ დიჩევს დაუპირისპირდება. ბულგარული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში კი მისი მეტოქე, ირლანდიელ - ბენჟამინ ფლეტჩერსა და სერბ - ბოიან დოსენს შორის გამარჯვებული იქნება.

+100 კგ

+100 კგ წონით კატეგორიაშიც ორი წარმომადგენელი გვეყოლება: მსოფლიოს ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი და გელა ზაალიშვილი. გურამ თუშიშვილი განთესილი იქნება და მეორე ეტაპიდან იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე, სლოვენიელ - ვიტო დრაგიჩსა და ისრაელის წარმომადგენელ - ევგენი შმაჩლინს შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება გელა ზაალიშვილს, გელა განუთესავი იქნება და ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც მეტოქედ უნგრელი - რიჩარდ სიპოჩი ეყოლება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან დაიწყება.  

სხვა სტატიები