Belive

თელ ავივის გრანდ სლემი: დღე I - ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

16 თებერვალს, ისრაელის ქალაქ თელ ავივში, თელ ავივის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორტსმენი იჭიდავებს.

პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს დროშის ქვეშ 3 სპორტსმენი იასპარეზებს.


60 კგ

2023 წელს პირველად, 60 კგ წონით კატეგორიაში ტატამზე - ლუხუმ ჩხვიმიანი გამოვა.

ლუხუმი B ბადეში განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც თურქმენი მეტოქე - ჰაკბერდი ჯუმაიევი ეყოლება. თურქმენული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ქართველი ფალავანის მეტოქე ჩეხ - დავიდ პულკბარეკსა და ავსტრალიელ - ჯოშუა კაცს შორის გამარჯვებული იქნება.


66 კგ

66 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება - ლაშა ნადირაძე და ვაჟა მარგველაშვილი.

ლაშა ნადირაძე ასპარეზობას A ბადეში პირველივე ეტაპიდან იწყებს და მისი მეტოქე გერმანელი - მარტინ სეტსი იქნება. გერმანული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი 1/8-ფინალში, ნადირაძის მეტოქე, კვიპროსის წარმომადგენელ - ლუკა ლუოკასსა და ეკვადორელ - ლენინ პრესიადოს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, ვაჟა 2023 წელს პირველად იჭიდავებს. ვაჟას საკმაოდ რთული ბადე აქვს, არც განთესილი არ იქნება. პირველივე ეტაპზე მისი მეტოქე, ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი - ფაბიო ბაზილე იქნება. ოლიმპიური ჩემპიონის დამარცხების შემთხვევაში კი, ფილიპინელ - შუგენ ნაკანოსა და გერმანელ - ლენარტ შამბერგერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები