Belive

The guardian: "UEFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი შესაძლოა ლევან კობიაშვილი იყოს"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრიტანული მედია საშუალება The Guardian საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის შესახებ საუბრობს და მას UEFA-ს ხელმძღვანელობის მომავალ კანდიდატად განიხილავს.

იმის შემდეგ, რაც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ალექსანდერ ჩეფერინმა თქვა, რომ ის 2027 წლის შემდეგ დაკავებულ თანამდებობას დატოვებს, მედიამ მისი შემცვლელების ძებნა დაიწყო. ბრიტანული მედია საშუალება ამ პოზიციის დაკავების კანდიდატთა შორის საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანსაც მოიხსენიებს.

"ყოფილი ფეხბურთელი, ლევან კობიაშვილი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს და შარშან უეფა-ს აღმასკომში კენჭისყრის შედეგად აირჩიეს, ალექსანდერ ჩეფერინთან ახლოს არის და შესაძლოა უეფამ მასზე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატზე ფსონი გააკეთოს", - წერს the guardian.

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2015 წლის შემდეგ ხელმძღვანელობს, 2019 წელს უეფაში ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, ხოლო 2023 წელს ფეხბურთის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

სხვა სტატიები