Belive

The guardian: "საქართველოს ნაკრები ყველასთვის მეორე საყვარელი გუნდი გახდა"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა, ბრიტანულმა მედია საშუალება, The guardian-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი შეაფასა და საქართველოს ნაკრების გამორჩეულად კარგ თამაშს ხაზი გაუსვა.

"ტურნირზე გამორჩეული სიურპრიზი გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებთან ერთად გახლდათ, რომელთა დინამიური თამაშიც ძალიან სანახაობრივია. სასიამოვნო მოულოდნელობა გახლავთ საქართველოს, ავსტრიის, თურქეთის და რუმინეთის ნაკრებების თამაში.

საქართველოს ნაკრები ყველა გულშემატკივრისთვის მეორე ყველაზე საყვარელი გუნდი გახდა. მათი ბრწყინვალე ვარსკვლავები გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე აღმოჩნდნენ. მათ მიერ, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით პორტუგალიასთან მოპოვებული გამარჯვება მომხიბვლელი სანახაობა აღმოჩნდა.

საქართველო და თურქეთი საშუალო დონის ნაკრებებს შორის ყველაზე გამორჩეულები არიან და მათ მიერ ნაჩვენები ფეხბურთი ევროპის ჩემპიონატის მაყურებლებისთვის სანახაობრივი გამოდგა.

საქართველომ, ხორვატიასთან ერთად, ევროპა ქომაგობის ხარისხითაც მოხიბლა. ქართველები რაოდენობრივად ბევრნი არ ყოფილან, მაგრამ ხარისხით განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს", - წერს The guardian.

საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა მოაგროვა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ, ესპანეთს შეხვდა.

სხვა სტატიები