შაკო ოგბაიძე მეორე ბუნდესლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
90 წუთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, შაკო ოგბაიძე, შესაძლებელია გერმანიაში დაბრუნდეს.
22 წლის ფეხბურთელი, რომლის კარიერაც გერმანიაში დაიწყო და ამ ქვეყნის რამდენიმე გუნდის აკადემიაში ითამაშა, უახლოეს პერიოდში ბერლინის "ჰერტაში" შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.
ქართველი ფეხბურთელი გერმანიის დედაქალაქის ისტორიულ გუნდში სარეზერვო შემადგენლობაში ითამაშებს. მას მთავარ გუნდში სავარჯიშო პრაქტიკა ექნება და დაწინაურების შანსსაც მიიღებს.
შაკო ოგბაიძეს საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის რამაზ სვანაძის გაწვრთნილ 21-წლამდელებში, რომელმაც ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.