Belive

თებერვალში ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მომავალი წლის თებერვალში UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ქამრისთვის იბრძოლებს.

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, დღეს თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ბრძოლა პირადად დააანონსა.

თოფურიამ ვოლკანოვსკისთან ჩხუბის სურვილი რამდენიმე თვის წინ გამოთქვა. მისი თქმით, ავსტრალიელი მისნაირს აქამდე არავის შეხვედრია.

ილიას, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში 14, UFC-კი 6 გამარჯვება აქვს. ,,მატადორმა” ბოლო ბრძოლა 24 ივნისს, ფლორიდაში ჩაატარა, სადაც ჯოშ ემეტი მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაამარცხა.

რაც შეეხება ვოლკანოვსკის, 35 წლის ავსტრალიელმა ბოლოს 21 ოქტომბერს, UFC 294-ზე იასპარეზა, სადაც ისლამ მახაჩევთან დამარცხდა.

სხვა სტატიები