იაირ როდრიგესი: ,,თოფურიასთან ბრძოლა არ მსურს, მისი ცემა მინდა''
11 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
UFC-ის მექსიკელმა მებრძოლმა, იაირ როდრიგესმა, ილია თოფურიაზე ისაუბრა:
,,თოფურიაზე კომენტარი არასდროს გამიკეთებია, არც მისი კარიერა მაინტერესებს... ერთადერთი რამ, რაც მაინტერესებს, მისი სახის დალეწვაა!
მე თოფურიასთან ბრძოლა არ მსურს, მისი ცემა მინდა! ამ ორს შორის დიდი სხვაობა...
თუ სადმე დავინახავ, მივალ და ვცემ. როცა ერთმანეთს შევხვდებით, მიხვდებით, რა არის მექსიკური სტილი!'' - იაირ როდრიგესი
კვირას ილია თოფურიამ ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ის ქამარს დაეუფლა.
🗣️ "J’adorerais lui casser la gueule. Je n’ai pas envie de le combattre, je veux juste lui casser la gueule, c’est une grande différence."
— La Sueur (@LaSueur_off) February 21, 2024
Yair Rodriguez se lâche sur Ilia Topuria ! 😤
(via conf. de presse #UFCMexico) pic.twitter.com/HZopeC0hmF