თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები 43 ძიუდოისტით იასპარეზებს
22-24 მარტს, დედაქალაქი თბილისი, თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 43 სპორტსმენით, კერძოდ კი 28 მამაკაცითა და 15 ქალით იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები ყველა წონით კატეგორიაში ლიდერებითა და ახალგაზრდებით იასპარეზებს, თუმცა 81 და 100 კგ წონითი კატეგორიებში საქართველოს პირველი ნომრები - ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე არ მიიღებენ მონაწილეობას.
შემადგენლობა
60 კგ: გიორგი სარდალაშვილი, ირაკლი კუპატაძე, თომა გელაშვილი, ლუკა მოდებაძე.
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, თენგო ზირაქაშვილი, გიგი ოტიაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი.
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე, საბა ხალიშვილი.
81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმერ ახალკაცი.
90 კგ: ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე, ლუკა ბაბუციძე.
100 კგ: მიხეილ ჯაფარიძე, იმედა გოგოლაძე, ონისე სანებლიძე, სოსო ებილაშვილი.
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და უჩა ტაბატაძე.
48 კგ: მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია, თამარ გიგოლაევი.
52 კგ: ელენე წიკლაური, თამარ სუხიაშვილი.
57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, გვანცა მჭედლიშვილი.
63 კგ: ნინო წიკლაური, რეჯინა უთნელიშვილი.
70 კგ: მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი, ლიზი კვარცხავა.
78 კგ: ეკა ზამთარაშვილი.
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.