Belive

U23 | 1 ოქრო და 2 ბრინჯაო - ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მოლდოვაში ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს.

გიორგი ჯაბნიაშვილმა მოლდოველი, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი დაამარცხა და ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. კოტე კაპანაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მან ბერძენი არის ზარაგკასსის წინააღმდეგ იმარჯვა, ასევე ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა შალვა გურეშიძე, მან გერმანიის სახელით მოასპარეზე დანიელ უძილაური იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველებმა 2 ვერცხლისა (მათე ბერუაშვილი, მათე გოგობერიშვილი) და 1 ბრინჯაოს (ნინო ლოლაძე) მედალი მოიპოვეს.

სხვა სტატიები