Belive

მედია: "მამარდაშვილის პროფესიონალიზმისა და ერთგულების ნაზავი ლივერპულის წარმატების გარანტი გახდება"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

g3.football საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. აღნიშნული მედია საშუალება ქართველი ვარსკვლავის "ვალენსიაში" ბრწყინვალე თამაშის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ლივერპულში" გადასვლამდე, 23 წლის კარის დარაჯი კიდევ უფრო კარგ ფორმაში შედის.

"გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშმა "ვალენსიაში" ფეხბურთის გულშემატკივრისა და ანალიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. გუნდმა "ჟირონასთან" ახალი სეზონის სადებიუტო გამარჯვება (2:0) მოიპოვა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ეს ამ სეზონში უკვე მეორედ მოხდა. მამარდაშვილმა თავისი უნარ-ჩვევები და გადამწყვეტობა აჩვენა და მიჯრით არაერთი გადამწყვეტი მოგერიება შემოგვთავაზა.

"ლივერპულის" გადაწყვეტილება გიორგი მამარდაშვილში ინვესტიციასთან დაკავშირებით იმაზე მეტყველებს, რომ გუნდში მისი პოტენციალის გამოვლინებას ელოდებიან. ამ ეპოქაში, სადაც ელიტარული მეკარეების პოვნა ძნელია, მამარდაშვილის მსგავსი პოტენციალის მქონე მოთამაშის დამატება "ლივერპულისთვის" განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ის ჯერ მოლოდ 23 წლისაა და უზარმაზარი პოტენციალი აქვს.

მამარდაშვილს არამხოლოდ ტექნიკური შესაძლებლობები, არამედ აზროვნებაც გამოარჩევს. "ჩემი საქმე ბურთის მოგერიებაა და მატჩის MVP არამხოლოდ მე, არამედ მთელი გუნდი ვართ", ეს სიტყვები ქართველის თავმდაბლობაზეც მიანიშნებს.

მეკარის როლი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სახიფათო დარტყმის მოგერიება. მისი, როგორც მცველების ზურგს უკან მყოფი მოთამაშის თავდაჯერებულობამ შესაძლებელია დამატებითი უსაფრთხოების განცდა გააჩინოს.

გიორგი მამარდაშვილის ლა ლიგაში გაბრწყინება, შემდეგ კი "ლივერპულში" ტრანსფერი, მთლიანად საფეხბურთო სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მისი ოსტატობისა და საკუთარი საქმისადმი ერთგულების ნაზავი მას არამხოლოდ როგორც პერსპექტიულ მეკარედ, არამედ "ლივერპულის" სამომავლო წარმატების გარანტად აქცევს", - აღნიშნავს g3.football.

გიორგი მამარდაშვილი 2024/25 წლების სეზონს "ვალენსიაში" გაატარებს, მომდევნო წლის ზაფხულში კი "ლივერპულში" გადაბარგდება.

სხვა სტატიები