Belive

"თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში" - ლა როშელმა დავით ნინიაშვილი წარადგინა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ფრანგული ტოპ 14-ის გრანდმა, ლა როშელმა, დავით ნინიაშვილი წარადგინა. სარაგბო კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე, ქართველი ლეგიონერის ინტერვიუც გამოქვეყნდა, სადაც ნინიაშვილი აღნიშნავს, რომ ლა როშელში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

როდესაც გასულ წელს ლა როშელის წინააღმდეგ ვითამაშე, სტადიონი სავსე იყო და დიდებული ატმოსფერო სუფევდა. მომწონს, როდესაც გულშემატკივრები გუნდს მხარს უჭერენ, ეს მათ მეტ ენერგიას მატებს. ეს ენთუზიაზმი გუნდშიც კი იგრძნობა. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში - დავით ნინიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის დავით ნინიაშვილი ლა როშელს ლიონიდან შეუერთდა. ნინიაშვილის ფრანგული კარიერა 2021 წელს, სწორედ ლიონში დაიწყო და კლუბთან ერთად ჩელენჯ ქაფის გამარჯვებულიც გახდა.

სხვა სტატიები