Belive

სტივ კინი: "ჩვენი გულშემატკივრის წინ სასურველი შედეგის მიღწევას ვეცდებით"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩში ალბანურ "ტირანასთან" შეხვედრამდე, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა კომენტარი გააკეთა.

"ტირანასთან" მატჩისთვის მზად ვართ. გუნდი ამ შეხვედრამდე წაუგებელი სერიით მოვიდა, ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს: ტურიდან ტურამდე შევთამაშდით, ახალმა ფეხბურთელებმაც გაგვაძლიერეს, ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიმყოფებით.

მაქსიმალურად ვეცდებით ჩვენი გულშემატკივრის წინ სასურველი შედეგის მიღწევას. იმედი მაქვს და მჯერა, რომ სტადიონი სავსე იქნება და გუნდს გულშემატკივრის მხარდაჭერა არ მოაკლდება", - თქვა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

ქუთაისის "ტორპედო" ალბანურ "ტირანას" რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 11 ივლისს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები