Belive

სპორტინგის მწვრთნელი: "შტურმიდან კიტეიშვილს გამოვარჩევ, მან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გრაცის "შტურმი" ლისაბონის "სპორტინგს" უმასპინძლებს. მატჩის წინ, პორტუგალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა კომენტარი გააკეთა და მეტოქე გუნდისა და საქართველოს ნაკრების ათიანის, ოთარ კიტეიშვილის შესახებ ისაუბრა.

"შტურმი" გუნდურად ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ოთარ კიტეიშვილმა მოახდინა. გამოსარჩევია, როგორც მისი შეტევითი, ისე თავდაცვითი უნარ-ჩვევები. გამოსარჩევია მისი მოქმედება პრესინგის დროს და ფიზიკური კონდიციები", - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ავსტრიულ-პორტუგალიური შეხვედრა 21 სექტემბერს შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები