Belive

ჩემპიონატის შემდეგ სუპერ თასი: ლაშა დვალის მეორე ტიტული კვიპროსში

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლაშა დვალმა, კვიპროსის სუპერ თასის მოგება შეძლო.

ეს ქართველი ფეხბურთელისთვის კვიპროსულ კარიერაში მეორე ტიტულია: მან და გიორგი ქვილითაიამ "აპოელთან" ერთად გასულ სეზონში ჩემპიონობა იზეიმეს.

"აპოელმა" "პაფოსს" (1:0) აჯობა და გათამაშება ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო, თანაქალაქურ "ომონიასთან" ჩამორჩენა უკვე ორი ტიტულია.

სუპერ თასის მატჩში ლაშა დვალი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან, მეორე ტაიმში შევიდა და გუნდს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

კვიპროსის ჩემპიონატში 4 ტურის შემდეგ "აპოელს" ზედიზედ სამი გამარჯვება და 9 ქულა აქვს, რაც გუნდს მესამე ადგილზე ყოფნის შესაძლებლობას აძლევს.

სხვა სტატიები