Belive

მდგომარეობა ცნობილია: როდის დაბრუნდება მამარდაშვილი მოედანზე?

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და ლივერპულის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მოედანზე სავარაუდოდ 3 კვირაში დაბრუნდება.

Geo Team-ის ინფორმაციით, 25 წლის ქართველ მეკარეს ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში, ევერტონთან დერბიში მიღებული ჭრილობა უკვე გაუკერეს და ახლა შეხორცების პროცესი იწყება. გიორგი მამარდაშვილის მოედანზე დაბრუნება ჭრილობის შეხორცების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, რასაც სავარაუდოდ 3 კვირა დასჭირდება.

გიორგი მამარდაშვილს ამ სეზონში ლივერპულის 18 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 4-ჯერ კარი მშრალად შენახული.

სხვა სტატიები