შონ ო'მალი: ,,მერაბი სულელია და ამაში ბრძოლის დროს დავრწმუნდებით''
3 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
UFC-ის მოქმედმა ჩემპიონმა, შონ ო'მალიმ, მერაბ დვალიშვილთან გასამართ სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა:
- მერაბი ფიქრობს, რომ შენი დანოკაუტება შეუძლია, რას იტყვი ამაზე?
- მერაბი სულელია, თუმცა, შეიძლება, არც არის... ამაში ბრძოლისას დავრწმუნდებით! ვეგასში დაბრუნება ძალიან მიხარია. ამხელა კარიერა გავიარე და ისევ აქ ვარ, იმაზე უფრო დიდი და უკეთესი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ! - შონ ო'მალი
15 სექტემბერს მერაბ დვალიშვილი ლას ვეგასში, ,,სფეროს'' არენაზე, შონ ო'მალის წინააღმდეგ ქამრისთვის იბრძოლებს.
გამარჯვების შემთხვევაში, 33 წლის მებრძოლი ილია თოფურიას შემდეგ UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდება.