ნურმაგომედოვი დვალიშვილს: ,,საქართველო ასე თუ გიყვარს, ამერიკაში რატომ ცხოვრობ?''
UFC-ის მებრძოლმა, უმან ნურმაგომედოვმა, მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველი ჩემპიონის შეკითხვას უპასუხა.
უმარ, შენთან კითხვა მაქვს - საიდან ხარ?
დვალიშვილის შეკითხვაზე ნურმაგომედოვს ასეთი რეაქცია ჰქონდა:
,,რუსეთიდან და დაღესტნიდან...
და შენ თუ ასე ძალიან გიყვარს საქართველო, მაშინ ამერიკაში რატომ ცხოვრობ? საქართველოში უნდა დაბრუნდე, დარბაზი ააშენო და შენს ხალხთან ერთად იცხოვრო. მე დაღესტანში ვცხოვრობ, ჩემს სოფელში.'' - უმარ ნურმაგომედოვი
მერაბმა მეტოქის შეკითხვას სულელური უწოდა:
მორიგი სულელური კითხვა შენგან... აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ოცნება ამეხდინა და UFC-ის ჩემპიონი გავმხდარიყავი.. პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას, სადაც გინდა იქ იცხოვრე და რომელი ქვეყანაც გინდა, წარმოადგინე. მე საქართველოდან ვარ. მადლობას ვუხდი ამერიკას ყველაფრისთვის, მაგრამ არასდროს დამვიწყებია ჩემი ქვეყანა. ამ პლატფორმიდან ჩემს სამშობლოს კიდევ უფრო მეტად ვეხმარები. რა თქმა უნდა, საქართველოში დავბრუნდები. მაგრამ, ახლა უნდა ვიმუშაო, ამერიკა კი ამისთვის საუკეთესო ქვეყანაა.
დვალიშვილსა და ნურმაგომედოვს შორის დაპირისპირება 19 იანვარს, UFC 311-ზე, ლოს ანჯელესშია ჩანიშნული.
მერაბმა გასული წლის სექტემბერში სატიტულო ბრძოლა გამართა და შონ ო'მალი დაამარცხა. ქართველი მებრძოლის ანგარიშზე UFC-ში 11 გამარჯვება და 2 მარცხია.
Umar Nurmagomedov & Merab Dvalishvili go absolutely off on each other pic.twitter.com/1xQGvGlH9Q
— Best MMA Moments (@XcellentMMA) January 17, 2025