"შესანიშნავი ფეხბურთელები და კარგი გუნდი ჰყავთ" - ისრაელის ნაკრების ნახევარმცველი საქართველოზე საუბრობს
9 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ისრაელის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ელიელ პერეცი, საქართველოსთან გასამართი ამხანაგური მატჩის შესახებ საუბრობს.
"საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს. მათ წინა ევროპის ჩემპიონატზე თამაში მოახერხეს. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ.
საინტერესოა იმის ნახვა თუ რა დონეზე თამაშს მოვახერხებთ საქართველოს პირისპირ. ჩვენი მიზანი დიდ ტურნირზე მოხვედრაა და ეს კიდევ ერთი თამაშია, რომელშიც შესაძლებლობების დემონსტრირება გვსურს. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება", - ამბობს ელიელ პერეცი.
საქართველოს ნაკრები ისრაელს მიხეილ მესხის სახლობის სტადიონზე 26 მარტს უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.