შეიკნე სილა ეროვნული ლიგიდან მიდის და გურამ გიორბელიძის თანაგუნდელი ხდება
გასულ წლებში, საქართველოს ჩემპიონატის რანგით ყველაზე მაღალი და მეორე ლიგების გამორჩეული ლეგიონერი, შეიკნე სილა კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
"იბერია 1999-ს" შემადგენლობაში გატარებული ორი შედეგიანი სეზონის და საქართველოს ჩემპიონობის შემდეგ, შეიკნე სილა თურქეთის რანგით მეორე ლიგის წარმომადგენელ "ერზურუმსპორში" ითამაშებს. მალელი ცენტრალური ფორვარდი გურამ გიორბელიძის თანაგუნდელი გახდება. გუნდი მესამე ადგილს იკავებს და სუპერ ლიგაში ასვლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
სილა, რომელიც უკვე 30 წლისაა, 2019 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში, ჯერ მარტვილის "მერანში", შემდეგ კი "იბერია 1999-ის" შემადგენლობაში თამაშობდა, მალელმა ორივე გუნდის რიგებში საერთო ჯამში 143 მატჩში 73 გოლის გატანა და 21 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა ("მერანი": 45 გოლი და 9 საგოლე პასი, "იბერია 1999": 28 გოლი და 12 საგოლე პასი).