"შეიძლება, ეტაპობრივად პრემიერ ლიგაში გამოჩნდეს" - ბრიტანული მედია სალიას წინსვლაზე საუბრობს
17 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
footballfancast საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, ვახტანგ სალიას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელს საკმაოდ დიდი წინსვლა აქვს.
"აღდგენამდე გრძელი გზაა გასავლელი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში "კაჭკაჭები" თავს შესანიშნავად იგრძნობენ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რეზერვში მომავლის ვარსკვლავი, ვახტანგ სალია ჰყავთ.
ქართველი ტალანტი, რომელსაც სამშობლოში "ახალ ხვიჩა კვარაცხელიას" უწოდებენ, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ამაღელვებელი ფეხბურთელია. ნიუკასლმა გასულ სეზონში ბარსელონასა და მადრიდის რეალის კონკურენცია ჩამოიშორა და მისი ხელმოწერა მოიპოვა. ტრანსფერი 2025 წელს შედგა, თუმცა შეთანხმება ერთი წლით ადრე იყო მიღწეული. ის საქართველოში 18 წლის ასაკამდე დარჩა.
ტრავმებმა სალიას "ტაინსაიდზე" გატარებული პირველი წელი ჩაუშალა, მაგრამ გამოჯანმრთელებისთანავე მან ფორმა უმალვე დაიბრუნა: მხოლოდ 4 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. თუმცა, ის ნამდვილად ელიტარული ტალანტია, როგორც ამას ჟურნალისტი ბენს ბოჩაკი აღნიშნავს.
ჟურნალისტმა გრემ ბეილიმ ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თინეიჯერ ტალანტადაც კი შეაფასა, რაც სეზონის მსვლელობასთან ერთად კიდევ უფრო ცხადი გახდება. ვინ იცის, შესაძლოა იაისლემ სალია პრემიერ ლიგაში სეზონის განმავლობაში ეტაპობრივად კიდეც ათამაშოს.
დინამიური თავდამსხმელი სულ უფრო და უფრო უმჯობესდება და თავისი თანდაყოლილი გოლის გატანის ნიჭით, ეჭვგარეშეა, რომ სფეროს საუკეთესოებს შორის მოხვდება. მას აქვს ფეთქებადი უნარი, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოვლინდეს, ხოლო მისი ტექნიკური და ტაქტიკური გაგება მის ასაკს სცდება. ამის წყალობით, მას შეუძლია ფერნანდეს-პარდოსაც გაუსწროს, რომელიც ასევე პერსპექტიული მეგოლეა და ცენტრფორვარდის პოზიციას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა სიჩქარითა და ათლეტიზმით ღრმად და ფლანგებზე თამაშის საშუალებაც აქვს.
ფერნანდეს-პარდო ამ სეზონში ნიუკასლისთვის დიდ გავლენას ნამდვილად მოახდენს. 51 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეძენილი ფეხბრუთელისგან, ამის იმედი ნამდვილად უნდა გქონდეს. მიუხედავად ამისა, სალიას აქვს პოტენციალი, რომ ბელგიელს აჯობოს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს იმ ნიუკასლისთვის, რომლის უნარიც, დაცემის შემდეგ ფეხზე წამოდგეს, უბრალოდ შესანიშნავია", - წერს footballfancast.
ვახტანგ სალია დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია და ნიუკასლს 2025 წლის ზფხულში შეუერთდა.