სეზარ ასპილიკუეტა: "კვარაცხელია მოედანზე განსხვავებას ქმნის - საქართველოსთან ფინალი გველოდება"
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში, საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირების წინ, ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალურმა მცველმა, სეზარ ასპილიკუეტამ კომენტარი გააკეთა.
მოახლოებული შეხვედრის წინ, "ფურია როხას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ჩვენი გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია, რთული მატჩის მოლოდინი გაამჟღავნა და თქვა, რომ ეს შეხვედრა ესპანელებისთვის ფინალის ტოლფასი იქნება.
"ჩვენ მაქსიმუმის გაღება გვმართებს, რადგან მილიონობით ესპანელს წარმოვადგენთ. ხვიჩა კვარაცხელია არის მოთამაშე, რომელიც განსხვავებას ქმნის. საქართველო რთული მეტოქეა, ეს ჩვენთვის ფინალის ტოლფასი მატჩი იქნება", - თქვა 34 წლის ფეხბურთელმა.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 8 სექტემბერს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.