Belive

სერჰეი რებროვმა უკრაინის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჰეი რებროვმა უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში, საქართველოსა და ალბანეთთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი მეტოქე გუნდის განაცხადში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი დაბრუნდა, რომელმაც წინა შეკრებების დროს ნაკრების დახმარება ტრავმის მიზეზით ვერ შეძლო, მათ შორის ვიქტორ ციგანკოვი, ოლექსანდრ ზინჩენკო და ანდრეი ლუნინი.

უკრაინის ნაკრების 25 ფეხბურთელისგან დაკომპლექტებული შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: გეორგი ბუშჩანი (კიევის "დინამო"), ანატოლი ტრუბინი (ლისბონის "ბენფიკა"), ანდრეი ლუნინი (მადრიდის "რეალი");

მცველები: მიკოლა მატვიენკო, იუხიმ კონოპლია, ვალერი ბონდარი (დონეცკის "შახტარი"), ოლექსანდრ ტიმჩიკი (კიევის "დინამო"), ვიტალი მიკოლენკო ("ევერტონი"), ილია ზაბარნი ("ბორნმუთი"), მაკსიმ ტალოვიეროვი ("ლასკ ლინცი");

ნახევარმცველები: მიკოლა შაპარენკო, ვოლოდიმირ ბრაჟკო (კიევის "დინამო"), გეორგი სუდაკოვი, დმიტრო კრისკივი, ოლეკსანდრ ზუბკოვი (დონეცკის "შახტარი"), ოლექსიი ჰუცულიაკი, ოლექსანდრ ნაზარენკო ("ჟიტომირ პოლისია"), ივან კალიუჟნი ("ალექსანდრია"), მიხაილო მუდრიკი (ლონდონის "ჩელსი") ალექსანდრ ზინჩენკო (ლონდონის "არსენალი"), იეჰორ იარმოლიუკი ("ბრენტფორდი");

თავდამსხმელები: არტემ დოვბიკი ("რომა"), რომან იარემჩუკი (პირეოსის "ოლიმპიაკოსი"), ვლადისლავ ვანატი (კიევის "დინამო");

საქართველოს ნაკრები უკრაინას 16 ოქტომბერს, ბათუმში უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები