Belive

ორი ქართველი ერთ გუნდში: გიორგი ბერიძე უნგრეთში დაბრუნდა

1 კვირის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ბერიძე კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

27 წლის ფეხბურთელი, "უიპეშტში" ბრუნდება, გუნდში, რომელშიც კარიერის საუკეთესო პერიოდი ჩაატარა და ქვეყნის თასიც მოიგო.

გიორგი ბერიძემ ეს სეზონი თურქეთის რანგით მეორე ლიგის ლიდერ "ქოჯაელისპორში" დაიწყო, ახლა კი უნგრეთში ბრუნდება. "უიპეშტში" გიორგი ბერიძე დავით კობოურთან ერთად ითამაშებს, რომელიც ბუდაპეშტურ გუნდში 2024 წლის თებერვალში გადაბარგდა.

ARTICLE picture 02 Beridze



გიორგი ბერიძისთვის გამორჩეული სეზონი 2022 წლის საწყისი ნახევარი გამოდგა, როცა ბუდუ ზივზივაძესთან ერთად წყვილში "უიპეშტის" მთავარი ლიდერი გახლდათ, სეზონით ადრე კი ქვეყნის თასიც მოიგო. სწორედ "უიპეშტია" ერთ-ერთი იმ უნგრულ გუნდთაგანი, რომელსაც ტრანსფერის განხორციელება სურს.

ARTICLE photo 01 Beridze

გიორგი ბერიძის საფეხბურთო კარიერა "ზესტაფონში" იწყება, საიდანაც ის ჯერ გორის "დილაში", შემდეგ კი ბელგიურ "გენტში" მოხვდა. ბელგიელებმა ქართველი რამდენჯერმე გაანათხოვრეს, კონკრეტულად, ჩეხურ "ტრენჩინში", უნგრულ "უიპეშტსა" და ადგილობრივ "ლოკერენში". უნგრეთში 2020 წლის შემოდგომიდან 2022 წლის ზაფხულამდე თამაშის შემდეგ, ბერიძემ თურქეთში, ჯერ "ანკარაგუჯუში" (სუპერ ლიგაში"), შემდეგ კი რანგით მეორე ლიგის წარმომადგენელ "ქოჯაელისპორში" ითამაშა. გიორგი ბერიძეს საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი გატანილი, ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში კი მის აქტივში 7 მატჩში 1 გატანილი გოლია (მონღოლეთის ნაკრებთან).

სხვა სტატიები