სერბეთის პრეზიდენტი: "ზურაბ დათუნაშვილმა მთელი ერი გაახარა..."
წარმოშობით ქართველმა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე - ზურაბ დათუნაშვილმა, 10 ოქტომბერს ოსლოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 87კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედალი მოიპოვა. სერბეთის პრეზიდენტი - ალექსანდარ ვუჩიჩი, ამ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა: "ვულოცავთ ზურაბ დათუნაშვილს, ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვებას! ჩვენი ნაკრების დიდმა და წარმატებულმა ასპარეზობამ დიდი სიხარული მოუტანა სრულიად ერს. სერბეთი ამაყობს ამ ოქროთი, ბრავო ზურაბ. წინ ახალი წარმატებები და მედლები გელოდება".
შეგახსენებთ, ზურაბ დათუნაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვება, 2019 წელს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა. 2019 წლის 22 იანვარს თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების კაპიტნის, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ სპორტის სასახლეში ჩადენილი შესაძლო ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.Најсрдачније честитке нашем Зурабију Датунашвилију на освојеној титули првака света на шампионату у Ослу! Сјајан и убедљив успех нашег репрезентативца донео је велику радост целом народу! Србија је поносна на ово злато, браво Зураби! Нови успеси и медаље Вас тек чекају! 🇷🇸 — Александар Вучић (@predsednikrs) October 10, 2021