Belive

"სენტ-ეტიენმა ზურიკო დავითაშვილზე უკვე მეორე შეთავაზება გააკეთა" - L'equipe

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლიგა 1-ში დაწინაურებულმა "სენტ-ეტიენმა" "ბორდოს" ქართველ ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილზე უკვე მეორე შეთავაზება გააკეთა, ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'equipe აქვეყნებს. შეთანხმება იმ შემთხვევაში იქნება მიღწეული თუ 23 წლის შემტევის სანაცვლოდ 5-დან 6 მილიონამდე იქნება გადახდილი.

ქართველ ფეხბურთელს ლიგა 2-ში მოასპარეზე "ბორდოსთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. ზურიკო დავითაშვილი თავის ამჟამინდელ კლუბში 2022 წლიდან ასპარეზობს, ამ ხნის განმავლობაში მან ყველა ტურნირის 71 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 14 გოლი და გააკეთა 12 საგოლე გადაცემა.

სხვა სტატიები