დავითაშვილი ბრუნდება: ქართველი პსჟ-სთან სათამაშოდ ემზადება
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
რამდენიმე დღის განმავლობაში, ვირუსის გამო, ვარჯიშებსა და მატჩში მონაწილეობის ვერ მიღების შემდეგ, ზურიკო დავითაშვილი მოედანზე ბრუნდება.
ქართველი ფეხბურთელი ახლა უკვე ჯანმრთელადაა და "სენტ-ეტიენთან" ერთად ვარჯიშობს, ლიგა 1-ის შემდეგ ტურში, 12 იანვარს, "პსჟ-სთან
მატჩისთვის ემზადება.
"სენტ-ეტიენმა" სამმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა და 2025 წელი "რეიმსთან" გამარჯვებით (3:1) დაიწყო.
"მწვანეები" ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ ნათამაშები 16 მატჩის შემდეგ დაგროვებული 16 ქულით მე-15 პოზიციას იკავებენ და გასავარდნ ზონას ერთი საფეხურით აღემატებიან.