სენტ-ეტიენი მარსელთან დამარცხდა | ზურიკო დავითაშვილის შეფასება
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურის შეხვედრაში "სენტ-ეტიენი" "მარსელთან" 0:2 დამარცხდა. პირველი გოლი მე-17 წუთზე ადრიენ რაბიომ გაიტანა, 65-ე წუთზე კი ანგარიში ორამდე გაზარდა მეისონ გრინვუდმა.
ზურიკო დავითაშვილმა მატჩში შეუცვლელად ითამაშა, Sofascore-მა მას 6.5 შეფასება დაუწერა, ზურიკო ბურთს 36-ჯერ შეეხო, 26-დან 24 გადაცემა ზუსტად შეასრულა (92%), კარში ერთხელ დაარტყა, 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1 წარმატებული გამოდგა, 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გამარჯვებული დარჩა.
90e+5 : ⏹️ Sans solutions, les Verts s’inclinent. Dernier rendez-vous de @Ligue1 en 2024 : à Toulouse, vendredi.
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) December 8, 2024
💚 0-2 🟠 #ASSEOM pic.twitter.com/ysC79OeZGf
"სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ის ცხრილში 13 ქულით მე-16 ადგილზეა (4 მოგება, 1 ფრე, 9 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 13 დეკემბერს, 23:45 საათზე "ტულუზას" წინააღმდეგ გამართავს.
ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.