Belive

"საუკეთესო ტრანსფერია, აღფრთოვანებული ვარ" - როგორ გამოეხმაურნენ უოტფორდის გულშემატკივრები ჩაკვეტაძის ტრანსფერს

1 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ "უოტფორდში" გააგრძელებს.

მას შემდეგ, რაც აღნიშნული ტრანსფერი "უოტფორდის" გვერდმა დაადასტურა, ინგლისური კლუბის გულშემატკივრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. კლუბის ქომაგთა უდიდესი ნაწილი ჩაკვეტაძის ტრანსფერს დადებითი ემოციებით და შთაბეჭდილებებით შეხვდა. ამ სტატიაში რამდენიმე გამორჩეულ კომენტარს შემოგთავაზებთ, რომლითაც "უოტფორდის" ქომაგები გიორგი ჩაკვეტაძეს დახვდნენ.

  • "2024 წლის ზაფხულში მას იმხელა გავლენა ექნება ინგლისურ ფეხბურთზე, რომ "გენტი" დიდ ფინანსურ სარგებელს მიიღებს";
  • "არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა, აღფრთოვანებული ვარ";
  • "საინტერესოა, მიხარია, რომ ჩვენი კლუბი ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვადასხვა ბაზარზე ვაჭრობს";
  • "ყოველთვის ასეთი ბედნიერი ვარ, როცა კლუბები იმ ფეხბურთელებს იმატებენ, რომლითაც მე Football Manager-ში ვთამაშობ";
  • "მას ყოველთვის ვირჩევდი FIFA-ში";
  • "მომწონს, ახლა დროა, რომ საყრდენი ნახევარმცველი, მრავალმხრივი მცველი და რამდენიმე თავდამსხმელი დავიმატოთ";
  • "საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო ნიჭი, ის იქნება ვარსკვლავი "უოტფორდში"! წარმატებები ჩაკვე!";
  • "საკმაოდ კარგი ტრანსფერია, ის გუნდს კრეატიულობას მოუტანს";
  • "საუკეთესო ტრანსფერი ამ დროისთვის";

ინგლისურმა კლუბმა  23 წლის ფეხბურთელი 1-წლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით დაიმატა. გიორგი ჩაკვეტაძემ 2022/23 წლების სეზონი ბრატისლავის "სლოვანში" გაატარა და ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 46 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები