Belive

"გადაწყვეტილებას ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ მივიღებთ" - უოტფორდის მწვრთნელი

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი ჩაკვეტაძემ წინა მე-5 ტურის შეხვედრაში, "ქოვენთრის" წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და შესაძლოა მომდევნო მატჩის გამოტოვებაც მოუწიოს, ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ ისაუბრა:

თავდაპირველად ტრავმა უფრო სერიოზული ჩანდა, ვიდრე რეალურად არის, ეს იყო წელის სპაზმი, მაგრამ გიორგიმ სწორი რეაგირება მოახდინა. ის ჯერ საერთო ჯგუფთან ერთად არ ვარჯიშობს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩისთვის მომჯობინებას მოახერხებს. მისი თამაშის შანსები 50-50-ზეა. ჩვენ ხვალ ვნახავთ თუ როგორ ივარჯიშებს და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მივიღებთ. - ტომ კლევერლი - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი

გიორგიმ "ქოვენთრის" წინააღმდეგ თავი ისევ გამოიჩინა და 67-ე წუთზე ტომ დელე-ბაშირუ-ზე საგოლე გადაცემა გააკეთა. ცოტა ხნის შემდეგ როგორც ქართველი, ასევე "უოტფორდის" გულშემატკივრებისთვის სამწუხარო რამ მოხდა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება თავისი ფეხით ვერ შეძლო და საკაცით გაიყვანეს, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ტრავმა სერიოზული არ იყო და ეს წელის არეში სპაზმი აღმოჩნდა.

მომდევნო მატჩს "უოტფორდი" "ნორვიჩის" წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა 21 სექტემბერს გაიმართება.