Belive

საუკეთესო შემტევი: გაბრიელ სიგუა გამოკითხვაში მონაწილეობს

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების წევრი, გაბრიელ სიგუა, "ბაზელში" 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო შემტევის ნომინაციის მოპოვებისთვის იბრძვის.

მედია საშუალება bazonline სხვადასხვა ნომინაციაში "ბაზელის" სეზონის საუკეთესოების გამოსავლენად იბრძვის. 18 წლის ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო შემტევის ნომინაციაშია წარდგენილი და მისთვის ხმის მიცემა გულშემატკივარს თავად შეუძლია.

"დინამო თბილისის" აღზრდილი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი.

ხშირი ტრავმების შედეგად, ქართველმა ფეხბურთელმა, "ბაზელის" შემადგენლობაში 2023/24 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე 19 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები