Belive

"ჰანსი ფლიკმა და მიქაუტაძემ ვრცლად ისაუბრეს" - ბარსელონას გეგმა B ქართველი ფორვარდია

16 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

​კატალონიელი ჟურნალისტის, ხავი მარტინეს ფელიპის ინფორმაციით, ბარსელონა საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის დამატებას შეეცდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ხულიან ალვარესის ტრანსფერი მადრიდის ატლეტიკოს ფინანსური მოთხოვნების გამო გაჭიანურდა, გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონამ შეტევის ხაზის გასაძლიერებლად ვილიარეალის ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე შეარჩია.

ბარსელონას ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ეძებს ფეხბურთელს, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის ჩიკაგო ფაიაში წასვლის შემდეგ შექმნილ ვაკუუმს შეავსებს. ხულიან ალვარესი კატალონიელთა მთავარ პრიორიტეტად რჩება, თუმცა მოლაპარაკებები დიდ ფინანსურ უთანხმოებაზეა მიბმული: "როხიბლანკო" თავის არგენტინელ ფორვარდში 150 მილიონ ევროს ითხოვს, მაშინ როცა ბარსელონა ამჟამად 100 მილიონს სთავაზობს.

კლუბებს შორის არსებული დიდი სხვაობის გამო, კატალონიურმა გუნდმა სავარაუდო სიურპრიზებისგან თავის დაზღვევა გადაწყვიტა. ვილიარეალის მიმომხილველის, ხავი მარტინეს ფელიპის ცნობით, მიქაუტაძე გეგმა ბ-დ არის დასახელებული და ალვარესის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, ბარსელონაში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული ლიონის აღზრდილმა ქართველმა თავდამსხმელმა გასულ დღეებში ბარსელონას მთავარ მწვრთნელთან, ჰანსი ფლიკთან ვრცელი საუბრებიც გამართა.

ამ ეტაპისთვის ოფიციალური განცხადება არც ბარსელონას და არც ვილიარეალს არ გაუკეთებიათ. ალვარესის გარშემო არსებული ვითარება უახლოეს დღეებში შესაძლოა შეიცვალოს, თუკი "ბარსას" და მადრიდის ატლეტიკოს პოზიციები ერთმანეთს დაუახლოვდება", - წერს mercatolive.

გიორგი მიქაუტაძე სერენში, მეცში, ამსტერდამის აიაქსსა და ლიონში დაგროვებული გამოცდილების შემდეგ "ყვითელ წყალქვეშა ნავს" შარშან ზაფხულში შეუერთდა და გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (15 გოლი, 6 საგოლე პასი) და ლა ლიგაში დაკავებული მესამე ადგილით გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები