საქართველოს თასი: ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშებაში ნახევარფინალური წყვილები ცნობილი გახდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული წილისყრის შემდეგ, ცნობილია, რომ თასის ნახევარფინალში, ერთმანეთს "სპაერი" და "გაგრა" და "დინამო თბილისი" და "კოლხეთი 1913" შეხვდებიან.
ნახევარფინალური ეტაპის ორი მატჩი 5 ნოემბერს გაიმართება, რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, ის თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 5 დეკემბერს გაიმართება.