Belive

საბა გოგლიჩიძე ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე კიდევ ერთი დანაკლისი აქვს: ტურნირს ემპოლის ცენტრალური მცველი, საბა გოგლიჩიძე დააკლდება.

საქართველოს ნაკრების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელს საზარდულის ტრავმა აწუხებს და სლოვაკეთში გასამართ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში ვერ იქება.

საბა გოგლიჩიძის ნაცვლად, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რამაზ სვანაძემ თელავის ფეხბურთელი, ლადო ოდიშვილი გამოიძახა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთის (11 ივნისი), საფრანგეთის (14 ივნისი) და პორტუგალიის (17 ივნისი) ნაკრებებს შეხვდება.

სხვა სტატიები