საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის ცნობილია
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ცნობილია.
ვილი სანიოლმა მოახლოებული შეხვედრებისთვის ნაკრებში 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის რამდენიმე ახალი სახეა, ასევე არიან მოთამაშეები, რომლებსაც გასულ წლებში სანაკრებო პრაქტიკა და სათამაშო დრო აკლდათ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 4 ახალწვეულია: საბა ხარებაშვილი, დავით კერესელიძე, ნიკა გაგნიძე და გიორგი გაგუა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:
მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი); დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი);
მოსამზადებელ ეტაპს საქართველოს ნაკრები 31 მაისს, თბილისში დაიწყებს.
საქართველოს ნაკრები უახლოეს პერიოდში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: 5 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", ფარერის კუნძულებთან, ხოლო 8 რიცხვში, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე, კაბო ვერდეს პირისპირ.