Belive

საქართველოს ნაკრების მცველმა დინამო თბილისი დატოვა

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ჯიმი ტაბიძემ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, "დინამო თბილისი" დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს 19-გზის ჩემპიონის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს და წერს, რომ მხარეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

"საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" მადლობას უხდის ჯიმი ტაბიძეს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და სამაგალითო პროფესიონალიზმისთვის. ჩვენი კლუბის სახელით წარმატებას ვუსურვებთ მას მომავალ კარიერაში", - წერს "დინამო თბილისის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

 

27 წლის ფეხბურთელი "დინამო თბილისში" 2022 წლის 9 ივლისს ჩაირიცხა და მას შემდეგ ჩატარებულ 36 მატჩში 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და ქვეყნის ჩემპიონის და სუპერ თასის ტიტულს დაეუფლა.

სხვა სტატიები