საქართველოს ნაკრების მეტოქე ერთა ლიგის პლეი-ოფში ცნობილია
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად სომხეთს დაუპირისპირდება.
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას სათაო ოფისში გამართულ წილისყრაზე, საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა. წილისყრამ 4 სავარაუდო მეტოქიდან (სლოვაკეთი, კოსოვო, ბულგარეთი, სომხეთი) ჩვენს გუნდს სომხეთი არგუნა.
საქართველოს ნაკრები B ლიგაში დასარჩენ პლეი-ოფში მას შემდეგ გავიდა, რაც ჯგუფურ ეტაპზე 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
საწყისი შეხვედრა ერევანში, 20 მარტს, ხოლო საპასუხო 23 რიცხვში საქართველოში გაიმართება.