Belive

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ეროვნულ გუნდებს შორის მოხვდა

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარულმა საფეხბურთო გვერდმა, Onefootball-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაკრებების სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდიც მოხვდა.

ყველაზე ძვირადღირებულ ნაკრებებს შორის 36 ეროვნული გუნდი მოხვდა, 36-ე პოზიციას კი, სწორედ ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი იკავებს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 150 მილიონი ევროა, ამ მაჩვენებლით, ჩვენს გუნდს მინიმალური უპირატესობით საბერძნეთის და სლოვაკეთის ნაკრებები უსწრებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სამი ისეთი ფეხბურთელია, რომელთა ღირებულებაც Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით 10 მილიონ ევროს აღემატება, ესენი, ხვიჩა კვარაცხელია (85), გიორგი მამარდაშვილი (25) და გიორგი მიქაუტაძე (10) არიან.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები ინგლისია, რომელთა მოთამაშეების ჯამური საფასურიც 1.21 მილიარდ ევროს შეადგენს.

სხვა სტატიები