Belive

საქართველოს ნაკრები გერმანიაში ჩავიდა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრები გერმანიის ქალაქ ველბერტში ჩავიდა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, ბაზირებული კი სწორედ ჩრდილო-დასავლეთ გერმანიის ამ ქალაქში იქნება.

საქართველოს ნაკრები, რომელმაც 9 ივნისს, ევრო 2024-მდე გენერალური რეპეტიცია წარმატებით გაიარა და მონტენეგროს (3:1) აჯობა, ველბერტში 26 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

ჩვენი ნაკრები თავისი არსებობის ისტორიაში პირველ დიდ ტურნირზე F ჯგუფში ითამაშებს და მეტოქეებად თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ეყოლება. პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა 18 ივნისს, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე" უნდა გამართოს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები