Belive

ფუტსალი: საქართველომ ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა!

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ-რაუნდის დასკვნითი ტურის მატჩში, მსოფლიოს მოქმედ და ევროპის გასული ორი გათამაშების ჩემპიონ პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით - 2:1 დაამარცხა . შეხვედრა თბილისში, სპორტის სასახლეში გაიმართა.

პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე პორტუგალიელებმა დაწინაურება მოახერხეს - გოლის გატანა ნევეშმა შეძლო.

მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, ანგარიშის გათანაბრება ჩიმბამ მოახერხა, რომელმაც ქართველების კარგი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა.

მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში დაწინაურება შეძლო - ამჯერა, გატანა გიორგი ღავთაძემ მოახერხა, რომლის გოლიც საქართველოსთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა,

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 6 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის ჯგუფში მესამე პოზიციაზე იმყოფება, რაც შეეხება პარალელურ წყვილს, ფინეთისა და სომხეთის ნაკრებების მატჩი 20 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ რომელ პოზიციას დაიკავებს E ჯგუფში საქართველოს ნაკრები.

სხვა სტატიები