Belive

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა | შეჯამება

5 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა და ისტორიაში მეორედ - ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონი გახდა. ბათუმელებმა ჩემპიონობა საკუთარი გუნდის 100 წლის იუბილეს დაამთხვიეს. ბათუმის დინამომ 21 შეხვედრა მოიგო, 11 ფრედ ითამაშა, 4 წააგო და საერთო ჯამში 74 ქულა დააგროვა. ბურთების ბალანსი კი ასეთია - (83 გატანილი, 41 გაშვებული). ჩემპიონატის მეორე და მესამე ადგილები თბილისის დინამომ და ქუთაისის ტორპედომ დაიკავეს, შესაბამისად ზაფხულში ბათუმის დინამო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, თბილისის დინამო და ქუთაისის ტორპედო კი კონფერენციის ლიგის ფინალურ სტადიაზე გასასვლელად იბრძოლებენ.

ეროვნული ლიგიდან ბოლო ადგილით გავარდა ქობულეთის შუქურა, მათ მხოლოდ 4 შეხვედრა მოიგეს, 5 ფრედ ითამაშეს და 27 შეხვედრა წააგეს. ქობულეთელებმა 36 მატჩის განმავლობაში 112 გოლი გაუშვეს, გუნდს ფედერაციამ კიდევ 6 ქულა დააკლო და მხოლოდ 11 ქულის დაგროვება შეძლეს.

ეროვნული ლიგა 2-დან ეროვნულ ჩემპიონატს ფოთის კოლხეთი დაუბრუნდა, 6-წლიანი პაუზის შემდეგ ფოთელები ისევ ელიტაში ითამაშებენ. მეორე და მესამე ადგილზე გარეჯი და სპაერი გავიდნენ, ამიტომ მათი უმაღლეს ლიგაში გადმოსვლის ბედი ეროვნული ჩემპიონატის მე-8 და მე-9 ადგილოსნებთან შეხვედრებით გადაწყდება. თელავი სპაერს დაუპირისპირდება, გარეჯი კი - სამტრედიას.

ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ბოლო ტურამდე ჯოვანი ფლამარიონი ლიდერობდა - 17 გოლით, თუმცა ბოლო ტურის შეხვედრაში, შუქურამ გაგრასთან 0:9 წააგო და აქედან 7 გოლი სტუმართა შემტევმა, ზურაბ მუსელიანმა გაიტანა. მუსელიანს, ისევე როგორც ფლამარიონს 17 გოლი დაუგროვდა, თუმცა მას 4 საგოლე პასი აქვს (2-ით მეტი ფლამარიონზე).

ამ მომენტში თბილისის დინამო ბოლო ტურის მატჩში საბურთალოს ეთამაშება და ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს ბომბარდირთა დავაა, რადგან დინამოელებს, მარუშიჩსა და კამარას 16 და 14 გოლი აქვთ გატანილი.

სხვა სტატიები