საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ტრაგიკულად დაიღუპა
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, 22 წლის - ბექა წიფიანი ავტოავარიას ემსხვერპლა.
ავტოავარია მარნეულში მოხდა, რის შემდეგაც წარმატებული ქართველი სპორტსმენი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდა, თუმცა, სავალალო შედეგი დადგა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი ძიუდოისტები ავრცელებენ,
ბექა წიფიანი სხვადასხვა წლებში, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა.
მას ეროვნულ ნაკრებთან ერთად არაერთ შეჯიბრზე მიუღია მონაწილეობა. 2021 წელს წიფიანმა თბილისის გრანდ სლემზე იჭიდავა, 2020 წელს კი 19 წლის ასაკში პარიზის გრანდ სლემზე მიიღო მონაწილეობა.
ბექა წიფიანი სხვადასხვა წლებში საქართველოს ჩემპიონი იყო. 2019 წელს კი უფროსებში საქართველოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, რითიც ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის შანსები მიიღო.