საქართველოს ჩემპიონატი: დღე I - ჩხვიმიანმა და ზირაქაშვილმა საქართველოს პირველობა მოიგეს
27-29 დეკემბერს, ქალაქი თელავი ძიუდოში საქართველოს პირველობას მასპინძლობს.
27 დეკემბერს ტატამზე 60 და 66 კგ წონითი კატეგორიები ვიხილეთ, სადაც საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ.
60 კგ
60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა. იგი ასპარეზობაში განთესილი იყო და ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც რობიზონ დუღაძე დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე კი ჩხვიმიანმა ლუკა მაისურაძეს მოუგო და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ფოთელ ლუკა გადელიას აჯობა.
ჩხვიმიანმა ნახევარფინალში თომა გელაშვილს მოუგო, ხოლო ფინალში თემურ ნოზაძე დაამარცხა.
საბოლოოდ კი 60 კგ წონითი კატეგორიის კვარცხლბეკი შემდეგნაირად გამოიყურება.
ოქროს მედალი - ლუხუმ ჩხვიმიანი
ვერცხლის მედალი - თემურ ნოზაძე
ბრინჯაოს მედალი - ირაკლუ კუპატაძე, ამირან დარბაისელი.
66 კგ
რაც შეეხება 66 კგ წონით კატეგორიას, აქ პირველ ნომრად განთესილი თენგო ზირაქაშვილი იყო, რომელმაც 2023 წელს ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და 2023 წელი კი საქართველოს ჩემპიონობით დახურა.
ზირაქაშვილმა პირველ ეტაპზე მცხეთელი - შოთა მეტრეველი დაამარცხა, შემდეგ ეტაპზე კი შაქრო შათირიშვილს აჯობა. 1/4-ფინალში ზირაქაშვილმა აკაკი ეპიტაშვილს მოუგო, ნახევარფინალში კი გიგი ოტიაშვილი დაამარცხა. ბრწყინვალე ფინალი გამოდგა ზირაქაშვილისა და ლაშა ნადირაძის დაპირისპირება, სადაც ნადირაძე ვაზარით იგებდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოს ჩემპიონი თენგო ზირაქაშვილი გახდა.
საბოლოოდ კი 66 კგ წონითი კატეგორიის კვარცხლბეკი შემდეგნაირად გამოიყურება.
ოქროს მედალი - თენგო ზირაქაშვილი
ვერცხლის მედალი - ლაშა ნადირაძე
ბრინჯაოს მედალი - გიგი ოტიაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი.
28 ოქტომბერს თელავის ტატამზე 73 და 81 კგ წონითი კატეგორიის ფალავნებს ვიხილავთ, რომლებიც საქართველოს პირველობისთვის იბრძოლებენ.