მსოფლიო ჩემპიონატი 2025 | დღე II - ტატამზე ვაჟა მარგველაშვილს ვიხილავთ
13-19 ივნისს, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.
პირველ საშეჯიბრო დღეს, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა - გიორგი სარდალაშვილმა, ასპარეზობა 1/8-ფინალში დაასრულა - აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მსაჯებმა ძალიან უცნაური გადაწყვეტილებები მიიღეს. ისიც საკითხავია, უნდა ჩათვლილიყო თუ არა უნგრელი მეტოქის გაკეთებული იუკო, თუმცა გარდა ამისა, კითხევ რამდენიმე არასწორი ქმედება იყო - მსაჯმა გიორგი სარდალაშვილის დაწყებული ილეთის დროს ბრძოლა გააჩერა, მეტოქე კი რამდენჯერმე არ გააფრთხილა.
ასე და ამგავარად, გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა დაკარგა და 2025 წელს, 60 კგ წონით კატეგორიას ახალი მსოფლიო ჩემპიონი ეყოლება.
რაც შეეხება მეორე საშეჯიბრო დღეს, ტატამზე ვაჟა მარგველაშვილს ვიხილავთ.
საშეჯიბრო ბადე
31 წლის ქართველი ასპარეზობას C ბადეში დაიწყებს, სადაც განთესილი იქნება და მისი მეტოქე, ესტონურ-მონღოლურ დაპირისპირებაში გაირკვევა.
შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთვევაში კი ვაჟას მეტოქე, ტაჯიკი - ნურალი ემომალი იქნენა, რომელიც მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.
ვაჟას ასევე ბადეში, ყაზახი - გუსმან კირბიზბაიევი და ისრაელის წარმომადგენელი - გაი გუტმანი ჰყავს.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან დაიწყება.