საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ივნისის თვეში, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ყაზახეთთან გასამართი შეხვედრისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 22 ფეხბურთელი გამოიძახა. სანაკრებო სიას ტრავმის გამო, "იბერია 1999-ის" ნახევარმცველები, ტყუპი ძმები, გიზი და ოთო მამაგეიშვილები გამოტოვებენ.
აღნიშნულ შეკრებაზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ორი დებიუტანტი ჰყავს: ვახტანგ სალია და გიორგი ხარებავა.
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილო (თელავი);
მცველები: საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლაშა კვარაცხელია (სამტრედია), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დონეცკის შახტარი);
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), გიორგი ხარებავა (კოლხეთი 1913);
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი);
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ყაზახეთთან შეხვედრას 6 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე გამართავს.