Belive

ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

"კარლსრუეს" ქართველმა ფორვარდმა გელზენკირხენის "შალკეს" დუბლი შეუსრულა, მისმა გუნდმა კი (2:0) მოიგო, მორიგი სამი ქულა აიღო და ლიდერობას აგრძელებს.

მატჩის შემდეგ, Kicker-ის მიერ შედგენილ მეორე ბუნდესლიგის მეხუთე სათამაშო კვირის სიმბოლურ გუნდში "კარლსრუეს" ორი ფეხბურთელი, ჯენის ბურნიჩი და ბუდუ ზივზივაძე მოხვდა.

ქართველ ფეხბურთელს ახალ სეზონში, ყველა ტურნირზე უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება თავად სამხრეთგერმანულ გუნდს, "კარლსრუე" მეორე ბუნდესლიგაში დიუსელდორფის "ფორტუნასთან" ერთად ლიდერობს.

სხვა სტატიები