Belive

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში ცნობილია

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქე ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში ცნობილია. შვეიცარიაში, ნიონში მდებარე უეფას სათაო ოფისში ჩატარებულ წილისყრაზე გაირკვა, რომ ჩვენი გუნდის მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება.

ორმატჩიანი ორთაბრძოლის საწყისი შეხვედრა 15, ხოლო საპასუხო 19 ნოემბერს გაიმართება. მეორე მატჩის მასპინძელი ხორვატია იქნება.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა, შესარჩევი ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ნიდერლანდებს ჩამორჩა და შვედეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მოლდოვას და გიბრალტარს აჯობა.

სხვა სტატიები