საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ხორვატიას თბილისში უმასპინძლებს
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, ხორვატ თანატოლებს შეხვდება.
ორმატჩიანი ორთაბრძოლის საწყისი შეხვედრა საქართველოში უნდა გაიმართოს. უკვე გაირკვა მასპინძელი ქალაქი და სტადიონი: საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ხორვატიას თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე შეხვდება.
რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი საწყის შეხვედრას 15 ნოემბერს, ხოლო საპასუხოს 19 რიცხვში გამართავს. თბილისური მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.